საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 388-მდე გაიზარდა. მონაცემები stopgov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. 86-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსისგან გარდაიცვალა კიდევ ერთი ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი კი ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 388;
- აქედან, გამოჯანმრთელებული – 86;
- გარდაცვლილი – 4;
- კარანტინის რეჟიმში – 4971;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 519;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.