საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 12-მდე გაიზარდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი გაიზარდა. ამ დროისთვის 12 დადასტურებული შემთხვევაა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ვებგვერდის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში რჩება 140 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 42.

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ბრიფინგი 11:30-ზე გაიმართება.