საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 808 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 663-ს შეადგენს.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, 3 ახალი შემთხვევიდან ორი სატვირთო ავტომობილების მძღოლებს დაუდგინდათ, ერთი კი, საკარანტინო სივრციდან არის.