საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა 27-მდე გაიზარდა.
მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდის stopcov.ge-ს მიხედვით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 148 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 27 გამოჯანმრთელებულია.
ამ დროის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში სულ 5550 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281.