საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 97-ს მიაღწია

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge-ზე განახლდა. სულ ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 97-ს მიაღწია.

ამ დროისთვის განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 408;
  • აქედან, გამოჯანმრთელებული – 97;
  • გარდაცვლილი – 4;
  • კარანტინის რეჟიმში – 4816;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.