საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 23 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ჯამში გამოჯანმრთელებულია 207 ადამიანი.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 566 შემთხვევაა დადასტურებული.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ექვსი პაციენტი გარდაიცვალა.