ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, მათ ცენტრში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ეზუგბაიამ ცოტა ხნის წინ, ჟურნალისტებთან საუბრისასგანაცხადა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსისგან სულ 31 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი ამ დროისთვის ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა –157;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 31;
- კარანტინის რეჟიმში – 5526;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.