საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ექვსი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ჯამში, გამოჯანმრთელებულია 93 ადამიანი. ინფორმაცია stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 394 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 93 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 პაციენტი გარდაიცვალა.