საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ შვიდი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 589 შემთხვევაა დადასტურებული. გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. უახლესი მონაცემებით საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა და სულ გამოჯანმრთელებულია 215 პაციენტი.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში რვა პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5066 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 528.