საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 50 ადამიანი გამოჯანმრთელდა

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 50 გახდა, მათგან 37 პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

„ჩვენ დავამთავრეთ რაღაც ეტაპი პირველად შემოსული პაციენტების და ნელ-ნელა რამდენიმე დღეში გავაგრძელებთ იმ პაციენტების გამოჯანმრთელების პროცესის მონიტორინგს, რომელთაც გასდით ვადა, შესაბამისად, გამოვლენიდან 2 კვირის ვადით. იმის მიხედვით, როგორია პაციენტის კლინიკური მდგომარეობა, ვწყვეტთ, შესაძლებელია თუ არა, დადგეს მათი გამოჯანმრთელება და ამის მიხედვით ვწყვეტთ, გამოჯანმრთელდა თუ არა პაციენტი“, – განმარტა ეზუგბაიამ.

ამ დროის მონაცემებით, STOPCOV.GE-ზე ასახულია, რომ საქართველოში დაფიქსირებულია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 208
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 50
  • გარდაცვლილი – 3
  • კარანტინის რეჟიმში – 4682
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 375