საქართველოში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1351 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 337 ადამიანი. ინფორმაცია ამის შესახებ Stopcov.ge-ზე განახლდა.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 21208
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 9003
  • მათ შორის გარდაცვლილი – 172
  • კარანტინის რეჟიმში – 4462
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3071
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1772
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41