საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეთოთხმეტე პაციენტი გარდაიცვალა.
აღნიშნული ინფორმაცია „პუბლიკას“ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა დაუდასტურა. მისი თქმით, გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცია, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სეფსისის ცენტრიდან 4 აპრილს გადაიყვანეს.
მისი თქმით, მამაკაცს ვირუსის ფონზე განვითარებული ჰქონდა უმძიმესი პნევმონია, სეფსისი, სეპტიური შოკი. ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 851;
- აქედან გამოჯანმრთელდა – 702;
- გარდაიცვალა – 14;
- კარანტინის რეჟიმში – 2795;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 3.