საქართველოში კორონავირუსით 38-ე პაციენტი გარდაიცვალა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 38-ე პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემები რამდენიმე წუთის წინ StopCov.ge-ზე განახლდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი 61 წლის ქალია. მათივე ცნობით, პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში წუხელ შეიყვანეს.  აჭარის ჯანდაცვის ინფორმაციით, პაციენტს ჰქონდა covid-19, ტოტალური პნევმონია, ჭარბი წონა და გულის უკმარისობა, რის გამოც მისი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად.

დღეს, 30 სექტემბერს 2 პაციენტის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი.

საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 6 192;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 3 120;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 38;
  • კარანტინის რეჟიმში – 5 445;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1 000;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.