განახლებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცავალა. სულ ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 136-მდე გაიზარდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, სამი ადამიანი აჭარაში გარდაიცვალა.
“სხვა შემთხვევებზე ინფორმაციას არ ვფლობ.” – განაცხადა ენდელაძემ დღეს ინფექციური საავადმყოფოს წინ გამართულ ბრიფინგზე.
დღეს, 18 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალი შემთხვევები რეგიონებზე შემდეგნაირად ნაწილდება:
ენდელაძის თქმით, ლიდერობს თბილისი – ახალი შემთხვევებიდან 471 თბილისში დადასტურდა.
აჭარაში 343 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
იმერეთში 211 შემთხევევა დადასტურდა.
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 45;
შიდა ქართლი – 37;
ქვემო ქართლი – 39;
გურია – 18 ;
სამცხე- ჯავახეთი – 14;
მცხეთა – მთიანეთი – 13;
კახეთი – 11;