საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის, მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდის stopcov.ge-ს მიხედვით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 108 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 21 გამოჯანმრთელებულია.
ოფიციალური ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 4995 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 278.