საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი არ გაზრდილა.
STOPCOV.GE-ზე 22 აგვისტოს დილის განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1411
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1132
- მათ შორის გარდაცვლილი – 17
- კარანტინის რეჟიმში – 6848
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 269
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41