საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 4 ადამიანი

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები STOPCOV.GE-ზე განახლდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 2 ახალი ინფიცირებულიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, მეორეს კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენისთვის ეპიდკვლევა გრძელდება.

განახლებული მონაცემებით საქართველოში გამოვლენილია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1179
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 959
  • მათ შორის გარდაცვლილი – 17
  • კარანტინის რეჟიმში – 6919
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 251
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 41