საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5

პუბლიკა

განახლებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ხუთი ადამიანი. ინფორმაცია STOPCOV.GE-ზე განახლდა.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1684;
  • აქედან გამოჯანმრთელდა – 1315
  • გარდაიცვალა – 19;
  • კარანტინის რეჟიმში – 6020;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 299;
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 41.