საქართველოში კორონავირუსით 44 ადამიანია დაინფიცირებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, 44-ე შემთხვევა ბათუმში გამოვლინდა. მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ეს ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირების მეორე შემთხვევაა.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში 1 გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმში 1925 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 271 ადამიანი რჩება.