საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 683-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 683;
- აქედან გამოჯანმრთელდა – 419;
- გარდაიცვალა – 12;
- კარანტინის რეჟიმში – 3822;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 360
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 3.