საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევაა, 10 გამოჯანმრთელდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ რვა შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია STOPCOV.GE-ზე განახლდა.

განახლებული ინფორმაციით, ინიფიცრებულთა რაოდენობამ საქაართველოში 1018 შეადგინა, მათგან გამოჯანმრთელდა 895 პაციენტი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 8 ახალი ინფიცირებულიდან 3 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, სამი შემოტანილი შემთხვევაა, მათგან ერთი სატვირთოს მძღოლია; 2 პაციენტის წყაროს მისაგნებად კი ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება.

STOPCOV.GE-ს მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1018
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 895
  • მათ შორის გარდაცვლილი – 15
  • კარანტინის რეჟიმში – 5627
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 228
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41