საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა, ჯამში, 1225-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი და ჯამში, მათი რაოდენობა ამ დროისთვის უკვე 1000-ს შეადგენს. მონაცემები StopCov.ge-ზე განახლდა.
განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1225;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1000;
- მათ შორის გარდაცვლილი – 17;
- კარანტინის რეჟიმში – 7068;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41;