საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 234-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კარანტინის რეჟიმში 4908 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 429.
ახალი კორონავირუსით ინფიცირებულებიდან 54 გამოჯანმრთელებულია, 3 კი გარდაიცვალა.