საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 822 გახდა. ასევე, 4-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და 690-ს მიაღწია.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევიდან ერთი საბურთალოს უკავშირდება, ორი საკარანტინო სივრციდანაა, ხოლო ერთი სამედიცინო პერსონალია.