საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 13-ით გაიზარდა - NCDC

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებით შემთხვევები 13-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის განახლება ჯერ არ ასახულა სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 864-ს შეადგენს. აქედან აქტიური ქეისი 161-ია. გამოჯანმრთელებულია 703 ადამიანი.