საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 300-მდე გაიზარდა. მონაცემები stopgov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:
• კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 300;
• მათ შორის გამოჯანმრთელებული – 69;
• მათ შორის გარდაცვლილი – 3;
• კარანტინის რეჟიმში – 4990;
• სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 462;
• უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.