საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 306-მდე გაიზარდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 306-მდე გაიზარდა.

მანამდე ეს მონაცემი 300 იყო. შესაბამისად, დღეს დილით 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მონაცემები stopgov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი კი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 306
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 69
  • გარდაცვლილი – 3
  • კარანტინის რეჟიმში – 4990
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 462
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3