საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 898 გახდა, მათგან გამოჯანმრთელებულია 752

პუბლიკა

საქართველოში, ბოლო 24 საათის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 898 გახდა. მათგან გამოჯანმრთელდა 752 ადამიანი. მონაცემები STOPCOV.GE-ზე განახლდა.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალდადასტურებული 3 შემთხვევიდან ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია, 2 კი უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი – ერთი ბოლნისიდან, ერთიც – მარნეულიდან.

განახლებული მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 898
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 752
  • მათ შორის გარდაცვლილი – 14
  • კარანტინის რეჟიმში – 2891
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 256
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3