საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 115-მდე გაიზარდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ით გაიზარდა.

მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდის stopcov.ge-ს მიხედვით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების  115 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 22 გამოჯანმრთელებულია.

ოფიციალური ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 5106 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 294.

უფრო კონკრეტული ინფორმაცია, თუ რა გახდა ახალი დადასტურებული შემთხვევების ინფიცირების წყარო, მოგვიანებით, ექიმების ბრიფინგებზე გახდება ცნობილი.