საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 906 გახდა

პუბლიკა

საქართველოში, ბოლო 24 საათის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 906 გახდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 ადამიანი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უკვე 755-ია. მონაცემები STOPCOV.GE-ზე განახლდა.

განახლებული მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 906
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 755
  • მათ შორის გარდაცვლილი – 14
  • კარანტინის რეჟიმში – 2710
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 269
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3