stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 90 მოქალაქეა.
აქამდე 85 პაციენტი იყო ინფიცირებული, შესაბამისად, რამდენიმე წუთის წინ ამ მონაცემს 5 ახალი შემთხვევა დაემატა.
ჯერჯერობით, უცნობია მათ შორის გამოჯანმრთელებული მოქალაქეების რაოდენობა. მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდის მიხედვით, მათი რაოდენობა 16-ია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4534, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 276 მოქალაქე.
ეს 5 ახალ შემთხვევა გუშინ დაფიქსირებული ერთი შემთხვევის კლასტერია – ამბობს დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.