კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 4-ით გაიზარდა. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. გაზრდილია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც.
განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 593;
- აქედან გამოჯანმრთელებული – 223;
- გარდაცვლილი – 9;
- კარანტინის რეჟიმში – 4830;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 521;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.