საქართველოში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა. ერთ-ერთი მათგანი, როგორც ცნობილია, ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა. ინფორმაციას კლინიკაში ადასტურებენ.

კიდევ ერთი გარდაცვლილი ბათუმში 67 წლის მამაკაცია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში. ის 21 სექტემბერს გარდაიცვალა.

პაციენტების გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.