საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა

პუბლიკა

2 ოქტომბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ StopCov.ge-ზე განახლდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ორივე გარდაცვლილი პაციენტები ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდნენ.

ერთ-ერთი პაციენტი 78 წლის ქალია, რომელსაც ონკოლოგიური დაავადება – ხორხის სიმსივნე ჰქონდა. აღენიშნებოდა ორმხრივი მძიმე პნევმონია, ჰიდროპერიკარდიტი და მისი გამოყვანა მდგომარეობიდან ვერ მოხერხდა. მეორე პაციენტი 72 წლის მამაკაცია, რომელსაც ასევე ორმხრივი მძიმე ვპნევმონია ჰქონდა. მას აღენიშნებოდა კარდიოპათია, გულის ქრონიკული უკმარისობა, თანმხლები დაავადებები და მისი გამოყვანა ამ მდგომარეობიდან ვერ მოხერხდა“, – განაცხადა ენდელაძემ.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 7093
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 3714
  • მათ შორის გარდაცვლილი – 43
  • კარანტინის რეჟიმში – 5392
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1100
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41