საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა, – მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა.

დღეს, 29 სექტემბერს 4 პაციენტის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი.


განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 5 866;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 2 324;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 36;
  • კარანტინის რეჟიმში – 5 413;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 869;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.