საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა, – მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა. კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 278.

ორივე პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთ-ერთი გარდაცვლილი 61 წლის ქალი იყო, ჰქონდა თანმხლები დაავადებები. მეორე კი 66 წლის კაცი იყო.

stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 7 564;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 3 992;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 48;
  • კარანტინის რეჟიმში – 5 392;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
  • კოვიდსასტუმროში მყოფი პირები – 1 100;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.