საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 508 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა კიდევ 348 ადამიანი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, 2 პაციენტი აჭარაში, ერთი თერჯოლაში, ერთი კი თბილისში გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი 65 წლის იყო, ჰქონდა COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა.

მეორე პაციენტი – 70 წლის, დიაგნოზიად დაუსვეს COVID-19, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, დისტრეს სინდრომი. ჰქონდა თანმხლები დაავადებები: მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლის ციროზი.

stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 9 753;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 5 235;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 62;
  • კარანტინის რეჟიმში – 5 655;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1 230;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.