საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა, ახალი შემთხვევების რაოდენობა კი ბოლო 24 საათში 478-ით გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 211 ადამიანი. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ Stopcov.ge-ზე განახლდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, 3 პაციენტი გარდაიცვალა აჭარაში, 2 – თბილისში, 1 – საჩხერეში.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში გარდაცვლილთაგან ერთი იყო 81 წლის, ჰქონდა თანმხლები დაავადებები: ალცჰაიმერი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. მეორე პაციენტი იყო 69 წლის, ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია. მესამე – 67 წლის, დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა. თანმხმლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, გულის ქრონიკული უკმარისობა.
განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 12 272;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 6 538;
- მათ შორის გარდაცვლილი – 91;
- კარანტინის რეჟიმში – 5 590;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1 393
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.