დღეს, 9 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემები Stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. დღეს ინფიცირების კიდევ 527 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 313 კოვიდპაციენტი.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით გარდაცვლილებიდან 2 – გორში , 1 – ბათუმში, 2 – ქობულეთში და 1 გარდაცვლილი ქუთაისშია. ენდელაძის განცხადებით, ყველა პაციენტს, კორონავირუსის გარდა, მძიმე თანმხლები დაავადებებიც ჰქონდათ.
StopCov.ge-ს განახლებული მონაცემები:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 10752;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 5866;
- მათ შორის გარდაცვლილი – 72;
- კარანტინის რეჟიმში – 5574;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1338;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.