საქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა 1 186 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა კიდევ 278 პაციენტი, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 18 663;
  • აქედან გამოჯანმრთელდა – 8 338;
  • გარდაცვალა – 143
  • კარანტინის რეჟიმში – 6 407;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
  • კოვიდსასტუმროში მყოფი პირი – 1 420;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 41.