საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 39-ე პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემები StopCov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. ეს, 30 სექტემბერს გარდაცვალების მე-3 შემთხვევაა.
საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 6192
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 3120
- მათ შორის გარდაცვლილი – 39
- კარანტინის რეჟიმში – 5445
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1000
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41