საქართველოში კორონავირუსით მე-13 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დაუდასტურა.
გარდაცვლილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე ამბობს, გარდაცვლილი 75 მამაკაცი იყო, მას გართულებები და თანმხლები არაერთი დაავადება ჰქონდა.
გოფაძის თქმით, ბოლოს ტესტირებით მას აღარ უფიქსირდებოდა ვირუსი, თუმცა გამომდინარე ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან – Covid-გართულებების შედეგად მისი გადარჩენა ვერ მოხდა.