კორონავირუსით საქართველოში მე-15 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია STOPCOV.GE-ზე განახლდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, გარდაცვლილია 82 წლის მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც შემოსულია ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნიდან, მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო, მრავლობითი თანმხლები დაავადებებით. NCDC-ის ცნობით, უკანასკნელი ორი კვირა ის იყო ხელოვნურ ვენტილიაციაზე.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 924 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობაც გაიზარდა 4-ით და 785 გახდა
stopcov.ge-ს მიხედვით:
- კარანტინის რეჟიმში – 2819
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 230
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3