საქართველოში კორონავირუსით მე-16 პაციენტი გარდაიცვალა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-16 პაციენტი გარდაიცვალა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარდაცვლილი პაციენტი 70 წელს გადაცილებული მამაკაცია.

„15 წუთის წინ მომივიდა ეს ინფორმაცია, რომ მე-16 პაციენტი დაგვეღუპა, სამედიცინო დაწესებულებას ვერ გეტყვით, 70 წელს გადაცილებული მამაკაცია,” – განუცხადა ჟურნალისტებს ამირან გამყრელიძემ.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1039;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 900;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 16;
  • კარანტინის რეჟიმში – 5 687;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 232;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41;