საქართველოში კორონავირუსით მე-17 პაციენტი გარდაიცვალა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით მე-17 პაციენტი – 79 წლის ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. როგორც „პუბლიკას” კლინიკაში განუცხადეს, გარდაცვლილი ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან იყო და მას ბევრი თანმხლები დაავადება ჰქონდა.

კორონავირუსთან დაკავშირებით სხვა მონაცემები კი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1155;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 929;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 17;
  • კარანტინის რეჟიმში – 6489;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41;