საქართველოში კორონავირუსით მეცხრე ადამიანი გარდაიცვალა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ განახლდა stopcov.ge-ზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, გარდაცვლილი 57 წლის ქალია. მაუწყებელს ინფორმაცია პირველი საუნივერსტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა დაუდასტურა.

ამ მომენტისთვის ქვეყანაში კორონავირუსით 9 ადამიანია გარდაცვლილი.

კორონავირუსის გავრცელების ზოგადი სურათი კი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 589
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 221
  • მათ შორის გარდაცვლილი – 9