საქართველოში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილი არის 81 წლის ქალი, რომელსაც თანდართული სხვა მძიმე დაავადებებიც ჰქონდა.

„81 წლის ქალია, რომელიც შემოყვანილი იყო თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან, უკიდურესად მძიმე მდგომარეობით. მისი მდგომარეობა განპირობებული იყო თანმხლები გადატანილი დაავადებებით – გადატანილი მიოკარდიუმის ინფაქტი, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია. აღნიშნული ასაკი და აღნიშნული პათოლოგია მიეკუთვნება მაღალი გართულების რისკს“, – აცხადებს რატიანი.


ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ამ დროისთვის 170-ია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 36; გარდაცვლილი – 2;