საქართველოში კორონავირუსით მეოთხე პაციენტი გარდაიცვალა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია Stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. ეს კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე შემთხვევაა.

მედიის გავრცელებული ინფორმაციით, 74 წლის ქალი, რომელიც, ე.წ. ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნებოდა, ბათუმის „მედალფაში“ გარდაიცვალა, მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 388 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გამოჯანმრთელდა 86.