საქართველოში კორონავირუსით მეთორმეტე პაციენტი გარდაიცვალა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით მეთორმეტე პაციენტი გარდაიცვალა.

ცვლილება სამთავრობო ვებგვერდ stopcov.ge-ზე რამდნეიმე წუთის წინ აისახა.

ამ ფაქტზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმაც, რომელიც ამ წუთებში მთავრობის სხდომას მართავს:

ეს არის ქალბატონი, 1939 წელს დაბადებული, 81 წლის – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ეს სამწუხარო ფაქტი ადასტურებს, რომ, ასე თუ ისე, წარმატებული ბრძოლის მიუხედავად, დასკვნის გაკეთება ნაადრევია და რომ ვირუსი, სავარაუდოდ, დიდხანს დარჩება.