საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა არ დადასტურებულა – გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ფეისბუქლაივში საზოგადოებისა და მედიის შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევას ეხებოდა. შეკითხვაზე, ხომ არ დაფიქსირებულა საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა, ამირან გამყრელიძემ უპასუხა:

„რეინფიცირების შემთხვევა თითზე ჩამოსათვლელია მსოფლიოში. დადასტურებას, რომ ნამდვილად რეინფიცირებასთან გვაქვს საქმე, კვლევა სჭირდება, მათ შორის – გენეტიკური. ასეთი კვლევა ჩვენთან არ ჩატარებულა. ჩვენთან რეინფიცირების შემთხვევა აღწერილი არ არის“, – განცხადა ამირან გამყრელიძემ.